2019-12-09 19:22:09
სამართლებრივი ექსპერტიზითაც კი, რომელიც ჩაატარა პარლამენტის სამართლებრივმა დეპარტამენტმა, ჩანს, რომ შეტანილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას - ბაქრაძე

სამართლებრივი ექსპერტიზითაც კი, რომელიც ჩაატარა პარლამენტის სამართლებრივმა დეპარტამენტმა, ჩანს, რომ შეტანილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძე გააკეთა.

„საქმე გვაქვს ძალიან მარტივი ჭეშმარიტების დადგენასთან, რომ ელემენტარული სამართლებრივი ექსპერტიზითაც კი, რომელიც ჩაატარა პარლამენტის სამართლებრივმა დეპარტამენტმა, ჩანს, რომ შეტანილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. როცა კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას ყოველთვის მზადდება დასკვნა, რომ ის არის შეუსაბამო კონსტიტუციასთან და ვერ მიეცემა მსვლელობა და გაგრძელება. ამ ნაწილში ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც ეხება პროპორციული სიის ნაწილს, იცით, რომ აქ ხელისუფლების პოზიციაა, რომ ეს არის არაკონსტიტუციური. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. სწორედ ამიტომ, გაგზავნილია საკითხი „ოდირ-ში“ სამართლებრივ და პოლიტიკურ ექსპერტიზაზე და მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება „ოდირ-ის“ შეფასება, ოპოზიციაში ვიმსჯელებთ, რამდენად შეიძლება ან რამდენად არ შეიძლება კომპრომისის გაკეთება ამ ნაწილის ხარჯზე“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ამავე თემაზე