2019-12-09 19:05:35
აბსურდულია საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებებზე პასუხისმგებლობის ხელისუფლებისთვის დაკისრება - ციხელაშვილი 

აბსურდულია საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებებზე პასუხისმგებლობის ხელისუფლებისთვის დაკისრება - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ექიმ, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ოჯახის დაძაბულობა მით უფრო გასაგებია, ვიდრე ვაჟა გაფრინდაშვილი არ გათავისუფლდება. ჩვენი ყველა ნაბიჯი, ყველა მოქმედება პირველი დღიდან მოტივირებული იყო პირველ რიგში ვაჟა გაფრინდაშვილის ინტერესებიდან და მისი გათავისუფლების ამოცანიდან გამომდინარე, არა პიარის და ჩვენი მოქმედებების ტირაჟირებით, რადგან მთავარი ექიმის ინტერესებია. ოჯახის შეფასებაში არ შეიძლება და ვერ შევალთ, რადგან არის განსაკუთრებული ფაქტორები“ ,- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ციხელაშვილის შეფასებით, ამ პროცესში პოლიტიკური ქულების დაწერა მიუღებელია.

„გარკვეული პოლიტიკური პირების მხრიდან განცხადებები კეთდება. რადგან ასეთი მოცემულობაა, ეს არ ნიშნავს, რომ მისაღებია რაიმე ტიპის სპეკულაცია და ამ თემაზე ქულების დაწერა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან. აბსურდულია საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებებზე პასუხისმგებლობის  ხელისუფლებისთვის დაკისრება“ ,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ამავე თემაზე