2019-12-09 19:00:03
,,ქართული ოცნება" დავტოვოთ თავისი „კლანის“ მოსამართლეებთან, გამოვუცხადოთ ბოიკოტი, დარჩნენ ისინი მარტო - კობერიძე

ჩემი ინიციატივაა, სესიაზე ბოიკოტი გამოვუცხადოთ მოსამართლეების სიის კენჭისყრას - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა, ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კობერიძე კოლეგებს მოუწოდებს მოსამართლეების სიას გამოუცხადონ ბოიკოტი და „ქართული ოცნება" დავტოვოთ თავისი „კლანის“ მოსამართლეებთან". 

,,ჩემი ინიციატივაა, სესიაზე ბოიკოტი გამოვუცხადოთ მოსამართლეების სიის კენჭისყრას. ამ ვერსიას ჩვენ განვიხილავთ ჩვენი ფრაქციის სხდომაზე და სავარაუდოდ, ბოიკოტს გამოვაცხადებთ ერთიანად. „ქართული ოცნება" დავტოვოთ თავისი „კლანის“ მოსამართლეებთან, რომელიც გადმოიბარეს ადეიშვილ-სააკაშვილისგან. გამოვუცხადოთ ბოიკოტი, დარჩნენ ისინი მარტო ამ „კლანის“ მოსამართლეებთან. ვთვლი, რომ სასესიო დარბაზში ყოფნა მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებულ ე.წ. დემოკრატიულ ფასადურ პროცესს ლეგიტიმაციას აძლევს,"- განაცხადა კობერიძემ.   

 

ამავე თემაზე