2019-12-09 18:50:53
„ნაციონალური მოძრაობა“ მგონი, ქმნის „მხედრიონს - მდინარაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ მგონი, ქმნის „მხედრიონს“ და კიდევ უფრო გამარგინალდებიან თავისი ამ რაღაც გაცვეთილი მეთოდებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ადვოკატთა ნაწილის მიერ იურისტთა ჯგუფების შექმნის საკითხზე კომენტარისას განაცხადა. 

“ცალკე იურიდიული ჯგუფის შექმნა, რომელიც სამართალდამცველ ფუნქციებს შეითავსებს, არის სრული მარაზმი. მხოლოდ “ნაციონალს” შეიძლება, თავში მოუვიდეს ეს ამბავი”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

თბილისში ადვოკატების ნაწილმა იურიდიული დახმარების ჯგუფი შექმნეს. ჯგუფის წევრების თქმით, 20 ივნისიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე იმ სამართალდამცველებსა და საჯარო მოხელეებს გამოავლენენ, რომლებიც აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობდნენ.  

 

ამავე თემაზე