2019-12-09 16:16:59
ვითარებაში, როდესაც მხოლოდ აქციის მონაწილეები არიან პატიმრობაში, ჩრდილს აყენებს ამ პროცესს - ლომჯარია

ვითარებაში, როდესაც მხოლოდ აქციის მონაწილეები არიან პატიმრობაში, ჩრდილს აყენებს ამ პროცესს - ამის შესახებ განცხადება, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა. ლომჯარია ხელისუფლებას მოუწოდებს, აქტივისტების დაკავების საქმეს კიდევ ერთხელ გადახედოს.

„მე როგორც მოვისმინე, გარკვეულმა დეპუტატებმა გააკეთეს განცხადებები, რომ ეს ადამიანები არიან პატიმრობაში მათი პოლიტიკური საქმიანობის გამო. მე ვემხრობი, რომ სახელმწიფომ გადახედოს ამ ადამიანების წინასწარ პატიმრობას, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ აუცილებელია, გავითვალისწინოთ ის კონტექსტი, რაც ქვეყანაშია შექმნილი. ასევე გავითვალისწინოთ ისიც, რომ სამართალდამცველთაგან არც ერთი პირი არაა პასუხისგებაში მიცემული და კვლავ გრძელდება გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან და არ ვიცით, რა შედეგი დადგება. ასეთ ვითარებაში, როდესაც მხოლოდ აქციის მონაწილეები არიან პატიმრობაში, ეს გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს ამ პროცესს.

სამწუხაროდ, თითქმის ყველა მათგანის მიმართ ერთდროულად იქნა აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული და არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ინდივიდუალური გარემოებები და მიმალვის საფრთხე არ იქნა რეალურად შეფასებული. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, რომ გადახედონ”,- განაცხადა ლომჯარიამ.

ამავე თემაზე