2019-12-09 14:48:15
ევროპარლამენტარები პოლიტპატიმრებზე ოპოზიციამ შეცდომაში შეიყვანა - თალაკვაძე

ევროპალარლამენტარებმა 8 დეკემბერს ოპოზიციისთან და მმართველ პარტიასთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ ხალხი, რომელიც ქუჩაში, მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობს, ქუჩაშივე უნდა დარჩეს და დემოკრატია დაიცვას. ამასთან, ხელისუფლებას პოლიპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან საპროტესტო აქციებზე დაკავებულების პოლიტმატირებად შეფასება, ოპოზიციის მიერ ინფორმაციის სწარაფად და "დამეჯერებლად" მიწოდების შედეგია. 

"ეს არის პოლიტიკური პროცესი, ვინ შეძლებს თავისი ინფორმაციის მიწოდებას უფრო სწრაფად, უფრო დამაჯერებლად. რეალურად, ამ პროცესში ვართ. ადამიანების დაკავებასა და გათავისუფლებაზე საქართველოში გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები არ იღებენ, იღებენ შესაბამისი ინსტიტუტები, თუ ვინ რა შემთხვევაში დაარღვია კანონი ან არ დაარღვია. ამაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და გამოძიებას ატარებს პროკურატურა" - განაცხადა თალაკაძემ 

ამავე თემაზე