2019-12-09 14:15:23
თალაკვაძის თქმით, მოსმენილი 20 კანდიდატიდან მხარდაჭერას ყველა ვერ მიიღებს 

მოსმენილი 20 კანდიდატიდან მხარდაჭერას ყველა ვერ მიიღებს - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ გარკვეულ კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობაში არის კრიტიკული მოსაზრებები.

"დგება მომენტი, როდესაც პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო. ახლა სასამართლოში არის 8 მოქმედი მოსამართლე, აქედან 3-ს მალე ეწურება ვადა და არის ათასობით საქმე, რომელიც უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს. ეს არის საქმეები, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან. პარლამენტი მიიღებს გამჭვირვალედ ამ გადაწყვეტილებას. ყველა ნახავს ვინ იქნებიან პარლამენტის მხარდაჭერილი კანდიდატები. რა თქმა უნდა, არ ველოდები, რომ ყველა კანდიდატი იქნება მხარდაჭერილი. გარკვეულ კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობაში არის კრიტიკული მოსაზრებები. ვფიქრობ, ყველა გააკეთებს ისეთ არჩევანს, როგორი დასკვნაც ჩვენ გამოვიტანეთ მოსმენების ფარგლებში. ერთი რამ ცხადია, პარლამენტმა პროცესი ჩაატარა დემოკრატიულად და გადაწყვეტილებაც ასევე იქნება მიღებული სამართლიანი და ობიექტური", - განაცხადა თალაკვაძემ.

ამავე თემაზე