2019-12-09 13:07:14
ისინი ვერ ჩაითვლებიან ვერავითარ შემთხვევაში პოლიტპატიმრებად - კობახიძე 20 ივნისის დაკავებულებზე 

ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდლობდნენ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებათ - აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე  აკეთებს.

„თუ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, ისინი ვერ ჩაითვლებიან ვერავითარ შემთხვევაში პოლიტპატიმრებად, რადგან ამ შემთხვევაში, ძალიან ცხადად, ძალიან უხეშად დაირღვა კანონი. მარტივი საკითხია. მეტი მსჯელობა ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე