2019-12-09 11:18:54
გერმანული მოდელი, შეესაბამება კონსტიტუციის ყველა ფორმალურ მოთხოვნას - საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე ბესიკ ლოლაძე

სამართლის დოქტორმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადიგლემ, ბესიკ ლოლაძემ, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მოამზადა გერმანული საარჩევნო მოდელის მიმოხილვა. მისი თქმით, გერმანული საარჩევნო მოდელის ქართული ვერსია შეესაბამება კონსტიტუციის ყველა ფორმალურ მოთხოვნას.

გერმანული მოდელის ქართული ვერსია:

შეესაბამება კონსტიტუციის ყველა ფორმალურ მოთხოვნას. მანდატების განაწილების შემდეგ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იქნება 150, აქედან 77 არჩეული იქნება პროპორციული, ხოლო 73 – მაჟორიტარული სისტემით;

კონსტიტუცია მანდატების განაწილების წესის განსაზღვრას კანონმდებელს ანდობს. კონსტიტუციაში მითითებული მანდატების რაოდენობები კანონმდებელს არ აბრკოლებს, რომ დაადგინოს სამართლიანი რეგულირება. ერთი მხრივ, მაჟორიტარული წესით არჩეულმა კანდიდატებმა უნდა მიიღონ კუთვნილი მანდატები, ხოლო მეორე მხრივ – პარლამენტში უნდა იქნას უზრუნველყოფილი ხალხის ნების ადეკვატური წარმომადგენლობა. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო რესპუბლიკაში, რადგანაც მთავრობის ფორმირება პარლამენტზეა დამოკიდებული;

ქართული ვერსია, ობიექტური მოცემულობების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული ამოცანების მიღწევას. ის უკეთ ითვალისწინებს დემოკრატიისა და თანასწორი არჩევნების პრინციპების მოთხოვნებს, ვიდრე მოქმედი წესი. პოლიტიკურ უმცირესობას უჩნდებათ პერსპექტივა, ამომრჩევლის მხარდაჭერის შემთხვევაში, გახდეს უმრავლესობა. უკეთაა უზრუნველყოფილი ასევე არჩევნებში მონაწილე სუბიექტების შანსების თანაბრობა.

ამავე თემაზე