2019-12-09 11:02:28
ძიუდოისტი ლაშა ბექაური პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სპორტსმენი და ჩემპიონი ლაშა ბექაური პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ბექაურმა ამის შესახებ ფეისბუკზე ვრცელი პოსტი დაწერა, სადაც მოყვა, რომ თავდაპირველად პოლიციელებმა ის ქუჩაში გააჩერეს, შემდეგ კი მანქანაში ჩასვეს, სადაც სცემეს. სპორტსმენი იხსენებს, რომ ცემის დროს ის პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა, რის გამოც ის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მოგვიანებით ბექაური, სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.   

ამავე თემაზე