2019-12-09 10:52:14
ბიძინა ივანიშვილის ახალი ინციატივა 2024-ის არჩევნებზე

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ახალ ინიციატივას აანონსებს, რომელიც 2024 წლის არჩევნების მოდელს ეხება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ,,იმედის" ეთერში განაცხადა. მდინარაძის თქმით, უნდა მოხდეს იმ მაჟორიტარების, რომლებიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ და მმართველი გუნდის დანარჩენი წევრების პოზიციების დაალოება. მისივე თქმით, ეს ინიციატივა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისგან მოდის, სწორედ ამ საკითხებს ეხება. 

“შემიძლია ექსკლუზიურად გითხრათ, რომ 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში პარტიის ლიდერთან ვისხედით და რაღაც საკითხებს გავდიოდით რამდენიმე ადამიანი, პარტიის და უმრავლესობის ხელმძღვანელებზეა საუბარი და გაკრვეული მოსაზრებები არსებობს, მათ შორის ბატონ ბიძინას აქვს გარკვეული მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ხვალ დილით კიდევ გავივლით რაღაც დეტალებს”, - განაცხადა მდინარაძემ. 

მან არ დააკონკრეტა რა სახის ინიციატივაზეა საუბარი, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ის ხელს შეუწყობს შიდა კონსენსუსს მაჟორიტარებსა და “ოცნების” დანარჩენ წევრებს შორის.

“სხვა გზაც არ გვაქვს, პოზიციები უნდა დავაახლოოთ”.

მისი თქმით, ეს ინიციატივა არ გულისხმობს, ერთი მხრივ, სრულად მაჟორიტარულ მოდელს, რაც მაჟორიტარების ნაწილი ითხოვს და არც იმას, რომ 2024 წელს “უნდა დავთმოთ პროპორციული სისტემა”.

ამავე თემაზე