2019-12-06 19:52:53
მკითხეს რა ვიგულისხმე დამხობაში და უზურპატორში და თუ ეს არ იცოდნენ საერთოდ ჩემი გამოკითხვა რატომ დაიწყეს - გვარამია

მკითხეს რა ვიგულისხმე დამხობაში და უზურპატორში და თუ ეს არ იცოდნენ საერთოდ ჩემი გამოკითხვა რატომ დაიწყეს - საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა გრიფით „საიდუმლო“ საქმეზე დასრულდა. „დამისვეს კითხვები რა ვიგულისხმე დამხობაში და უზურპატორში და თუ ეს არ იცოდნენ საერთოდ ჩემი გამოკითხვა რატომ დაიწყეს. განვმარტე რატომ არ არის ბიძინა ივანიშვილის დამხობა ხელისუფლების დამხობა“, - ეს განცხადება გვარამიამ მედიასთან სასამართლოდან გამოსვლისას გააკეთა.

გვარამიას განცხადებით, გრიფით „საიდუმლო“ იმიტომ დაადეს ამ საქმეს, რომ შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, თუმცა საქმეში ჯერ-ჯერობით, მხოლოდ მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყენბული სტატუსი დევს. მისი თქმით, სასამართლო აბსურდულად და კონსტიტუციის დარღვევით იყენებს „გრიფით საიდუმლოს“ სტატუსს. გვარამიამ ასევე მედიასთან იმაზეც ისაუბრა, თუ რა განმარტებები მისცა სასამართლოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე: 

„დამხობა, თან უზურპატორის ნიშნავს მის გაწევას, იქიდან რაც არ მიუნიჭებია ერთადერთ შესაძლო წყაროს. ანუ საქართველოს ხალხს მისთვის არ მიუნიჭებია იყოს საქართველოს ხელისუფლება. და ის დღეს ეფექტურად და არა ფორმალურად არის საქართველოს ხელისუფალი. ის ახორციელებს საქართველოს ხელისუფლების ფუნქციებს. რატომ არის ეს უკანონო? ამას შეიძლება ახორციელებდეს ქართველო ხალხის მიერ არჩეული ან დანიშნული წარმომადგენლობითი ორგანო. ეს არის სახელმწიფო მიტაცება და განგრძობითი უზურპაციის მცდელობა. მე ძალადობა არ მიყვარს. ის რასაც ირჩევენ, ის იცვლება არჩევნებით. როცა აირჩიეს მძიმე შეცდომა იყო. ალტერნატივა იმ წუთისთვის არ ჰქონდა საქართველოს  მოსახლეობას. ვინ უნდა ქართველ ხალხს ეს უნდა გაირკვეს არჩევნების გზით“, - განაცხადა გვარამიამ. 

„მთავარი არხის“ დამფუძნებელს საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხეს.  ნიკა გვარამია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორის საქმის პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამავე თემაზე