2019-12-06 18:34:12
ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ადევს გრიფით „საიდუმლო“ - პროკურორი

ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ადევს გრიფით „საიდუმლო“ - ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი აცხადებს. მისივე თქმით, დანარჩენ დეტალებზე პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე განხორციელდება ნიკა გვარამიას მოწმის სახით დაკითხვა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე. რაც შეეხება დაკითხვას, განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის გამომძიებელი. ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ადევს გრიფით „საიდუმლო“, შესაბამისად, საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.  

ამავე თემაზე