2019-12-06 18:20:24
ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერს ბრალი წარუდგინა

ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერს ბრალი ოფიციალურად წარუდგენეს. როგორც დაკავებულის ადვოკატის ჯიტა გულუას თქმით, დაკავებული ბერი ისევ ადასტურებს პირვანდელ ჩვენებას, რომ ჩანთა და ნარკოტიკები, რომელიც ამ ჩანთაში იყო მოთავსებული მას ეკუთვნოდა. 

,,„მამაოს ბრალი წარედგინა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით. ის ისევ ადასტურებს პირვანდელ ჩვენებას, რომ ჩანთა და ნარკოტიკები, რომელიც ამ ჩანთაში იყო მოთავსებული ეკუთვნის თავად მას. რამდენად მოესწრება დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხი, ნამდვილად ვერ გეტყვით. მოსალოდნელია, რომ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს, თუმცა არანაირი საფუძველი ამის არ არსებობს, რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება დააკმაყოფილოს. ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ გამოყენებული იყო ან გირაო, ან თავდებობა, ან სხვა რაიმე უფრო მსუბუქი სახის აღკვეთი ღონისძიება, ვიდრე დაკავებაა",- აცხადებს ადვოკატი.   

 

ამავე თემაზე