2019-12-06 11:15:56
ვარამია სუს-ში არ მივა, ჩვენებას მხოლოდ მოსამართლის წინაშე მისცემს-დიმიტრი საძაგლიშვილი

მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ხვალ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გვარამია არ მივა. 

ნიკა გვარამიას ადვოკატმა, "ტაბულას"-ს ჟურნალისტს განუცხადა, რომ გვარამია ჩვენებას მხოლოდ მოსამართლის წინაშე მისცემს.

"წინაზეც ასე იყო, არ მივედით პროკურატურაში, მივედით სასამართლოში. მივდივართ იქ, სადაც სავალდებულოა. იმის დემონსტრირებისთვის, რომ არ ვენდობით არცერთს, მაგრამ სადაც სავალდებულოა მისვლა, მივალთ"- ამბობს საძაგლიშვილი.

ნიკა გვარამიამ თქვა, რომ გამოკითხვაზე მივა და "დამარცვლით" აუხსნის გამომძიებლებს, თუ რა იგულისხმა Facebook პოსტში. 

შეგახსენებთ, მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-პოსტის გამო, სადაც "უზურპატორების დამხობაზე" საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. 

ამავე თემაზე