2019-12-05 21:08:06
ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე ხვალ სასამართლო პროცესი გაიმართება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება, რომელსაც  "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი დაესწრება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე ჩატარდება.

ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

 

ამავე თემაზე