2019-12-05 17:54:15
ნარკოდანაშაულის საქმეზე ბერთან ერთად დაკავებულ პირს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რომან მალანიას გირაო 10 000 ლარი შეეფარდა. ადვოკატის ჯიტა გულუას ინფორმაციით, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნულ საქმეზე ბერის გიორგი ქავთარაძის ჩვენება არსებობს, იმის შესახებ, რომ მალანიამ ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცოდა.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა პროკურატურის შუამდგომლობა რომან მალანიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების თაობაზე, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას განსაკუთრებით დიდი ოდენობით, თუმცა სასამართლომ მხედველობაში მიიღო გარემოებები, რაც ცხადი გახდა მისთვის დაცვის მხარისგან, რომ არსებობს პოლიციის სამმართველოში ნებაყოფლობით გამოცხადებული მეორე მხარე, რომელიც აცხადებს, რომ მალანიამ მოცემულ ნარკოტიკულ საშუალებებზე არაფერი იცოდა, მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა აღნიშნულის თაობაზე, უბრალოდ, რატომღაც გადაწყვიტა რომ დაებრალებინა თავის თავზე. შესაბამისად, არსებობს მხარე, რომელიც აღიარებს და დეტალებში მიუთითებს, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნის მას. ამის გათვალისწინებით სასამართლომ გადაწყვიტა შეეფარდებინა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 10 000 ლარის ოდენობით“, - ამბობს ჯიტა გულია.  

ამავე თემაზე