2019-12-05 17:21:52
სუს-ი ივანიშვილის ხელში პირდაპირ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტადაა ქცეული - სამადაშვილი გვარამის დაბარებაზე

სუს-ი ივანიშვილის ხელში პირდაპირ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტადაა ქცეული - ასე ეხმაურება "ტვ პირველთან" საუბრისას, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი სალომე სამადაშვილი, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სუს-ში დაბარებას.

“მე მგონი, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. ნიკა გვარამია უკვე ძალიან დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სამიზნეა და, შესაბამისად, ის, რაც სრულიად შეესაბამება მისი გამოხატვის თავისუფლებას, სუს-მა პოტენციური სამართლებრივი შევიწროვების მიზეზად გადააქცია. ეს არის იმ ქვეყნის სუს-ი, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები და იმის ნაცვლად, რომ სუს-ი დაკავებული იყოს იმ საქმით, რომელიც მას ევალება, ის ივანიშვილის ხელში პირდაპირ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტადაა ქცეული.” - განაცხადა სამადაშვილმა.

ამავე თემაზე