2019-12-05 17:05:19
არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არასრულწლოვანის მშობლებიც არიან.

თემასთან დაკავშირებით,17:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ სექტემბერში 11 პირი დააკავა, მათ შორის უცხოეთის 2 მოქალაქე და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არასრულწლოვნების მშობლები და ოჯახთან დაახლოებული პირები.

ამავე თემაზე