2019-12-05 16:25:16
მეუფე გერასიმეს თქმით დაკავებული გიგა ქავთარაძე ბერად მან აღკვეცა

მეუფე გერასიმეს თქმით დაკავებული გიგა ქავთარაძე ბერად მან აღკვეცა - ამის შესახებ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ მთავარ არხთან საუბრისას გააკეთა. 

"გიგა ქავთარაძე ათონის მთაზე 2014 წელს არის აღკვეცილი, ის დაახლობით სამი წლის განმავლობაში იყო მონასტერში. ათონური წესით ასეა, რომ სამი წელი უნდა იცხოვროს მონასტერში ბერმა. ათონის მთაზე ჩავედი მათი მონასტრის წარდგინებით მოხდა ეს, ჩათვალეს მათ, რომ უკვე მზად იყო იმისათვის, რომ მომხდარიყო მისი აღკვეცა." - განაცხადა "მთავარ არხთან" საუბრისას მეუფე გერასიმემ.

ამავე თემაზე