2019-12-05 15:32:40
საპატრიარქო ტყუის!!! ასე თხასავით გაწირა საპატრიარქომ თავისი ღვთისმსახური, სიტყვაც კი არ შეაწია - თენგო გოგოტიშვილი

საპატრიარქო ტყუის!!! ასე თხასავით გაწირა საპატრიარქომ თავისი ღვთისმსახური, სიტყვაც კი არ შეაწია - წერს სოციალურ ქსელში, "მთავარი არხის" ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი.

"საპატრიარქო ტყუის!!!

(სერია #2)

პირველ ფოტოზე მარცხნივ არის ნარკორეალიზაციისთვის დაკავებული გიგა (გრიგოლ) ქავთარაძე, რომელიც, ლევან ვასაძის კარისმოძღვრისა და შეთავსებით, საპატრიარქოს პრესმდივნის, ანდრია ჯაღმაიძის მტკიცებით, ათონის მთაზე აღიკვეცა ბერად და ამიტომ არ ეკუთვნის ქართულ ეკლესიას.
ეს ფოტოები გადაღებულია მისი აღკვეცის ცერემონიაზე - ნახეთ, ვინ უდგას გვერდით და ვინ აღკვეცა ბერად! - მიტროპოლიტმა გერასიმემ!
შეგიძლიათ ეს ფოტოები ნახოთ ზუგდიდი-ცაიშის ეპარქიის ვებგვერდზე:)
ასე თხასავით გაწირა საპატრიარქომ თავისი ღვთისმსახური, სიტყვაც კი არ შეაწია. "გამოძიებას დაველოდოთ"-იც კი არ აღირსა!
ოღონდ საპატრიარქოსა და მიტროპოლიტ გერასიმეს არ მიადგეთ ჩრდილი! ვაიდა Батонма Борисма უარი თქვას გერასიმეს მოქრთამვასა და ტაძრების მოხატვაზე, საარჩევნოდ რომ პირდებოდა სამეგრელოს ხმების სანაცვლოდ!
მამა ჯაღმაიძე-ვასაძისას კი ბოდიში, რომ ეპარქიის ფბ-გვერდიდან ინფორმაციის წაშლამდე გაუბაზრდა ეს ამბავი." - წერს სოციალურ ქსელში თენგო გოგოტიშვილი.


 

ამავე თემაზე