2019-12-05 13:04:45
დადებითი წარსულის მქონე ბერია და ის, თითქოს, ამ ადამიანმა ჩაიდინა მსგავსი რამ, გაურკვევლობას იწვევს - სასულიერო პირის ადვოკატი

მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე. ის 2 ნოემბერს დააკავეს და ისიც ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება მისია - ამის შესახებ სასულიერო პირის ადვოკატი, ჯიტა გულუა აცხადებს. მისი თქმით, დაკავებული სასულიერი პირი დადებითი წარსულის მქონეა და გაურვევლობას იწვევს ის ფაქტი რომ მსგავსი რამ მან ჩაიდინა. 

„ნარკოტიკული საშუალება, მამაოს აღიარებით, ეკუთვნის მას. ამ მამაოს აქვს საოცარი წარსული. ის 32 წლისაა და 14 წელია უკვე ბერია. ეს არის დადებითი წარსულის მქონე ბერი და ის, თითქოს, ამ ადამიანმა ჩაიდინა მსგავსი რამ, გაურკვევლობას იწვევს. ბევრი რამ არის დასადგენი. არ ვიცი რისთვის სჭირდებოდა მას ეს ნარკოტიკული საშუალება. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე. ის 2 ნოემბერს დააკავეს და ისიც ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება მისია.დაკავების მომენტში ერთად იმყოფებოდნენ. მამაოს ბუნებიდან გამომდინარე, რამე სიცოდვილის ფაქტორი ხომ არ იყო მამაოს აღიარება?! ორივე აღიარებს, რომ არა ჩემია არა ჩემიაო. მამაო ამბობს, რომ მე ვიპოვე სადღაცო, ამბობს ადგილს. რომან მალანია დააკავეს 2 ნოემბერს, მამაო კი გუშინ გამოცხადდა თვითონ. ის რამდენიმე თვეა ზუგდიდშია ჩამოსული, დაახლოებით 8 თვეა. დაკავებულები თანაქალაქელები და თანატოლები არიან. დაკავების მომენტში ეს ჩანთა ეკავა ამ პიროვნებას და ამ ჩანთაში სხვა ნივთებთან ერთად, იქნა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“, ოდენობა 14.5. ექსპერტიზის დასკვნით. ვის ეკუთვნის არ არის დადგენილი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს,“ - აცხადებს ადვოკატი.  

ამავე თემაზე