2019-12-04 17:49:38
არსებობს ფაქტები, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ან ჩეჩნეთის სახელმწიფო ორგანოების ბრძანებით მოხდა - გერმანიის ფედერალური პროკურატურა

არსებობს ფაქტები, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ან ჩეჩნეთის სახელმწიფო ორგანოების ბრძანებით მოხდა - ამის შესახებ გერმანიის ფედერალური პროკურატურის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის ოფისის პრესსპიკერის, მარკუს შმიტის განცხადებით, ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმის გამოძიება ბერლინის პროკურატურიდან ფედერალურ პროკურატურას გადაეცემა.

გერმანიამ საქმესთან დაკავშირებით ორი რუსი დიპლომატი გააძევა. რუსეთი საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიის დედაქალაქში 23 აგვისტოს მოკლეს. რამდენიმე დღეში გერმანიის პოლიციამ რუსეთის 49 წლის მოქალაქე დააკავა. აგვისტოს ბოლოს გერმანული პრესა წერდა, რომ მკვლელობის უკან შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ.

ამავე თემაზე