2019-12-03 10:56:26
"დაიკრძალოს ივანიშვილი მთაწმინდაზე" - ხელმოწერებს ოცნების გამართულ კონცერტზეც აგროვებდნენ

პეტიციისთვის - "დაიკრძალოს ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდაზე" ხელმოწერებს კოლმეურნეობის მოედანზე, "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ კონცერტზეც აგროვებდნენ. გირჩის ცნობით, მოძრაობა 20/30-იანელები მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილს "უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ხალხის წინაშე", სწორედ ამიტომ "ითხოვენ" მის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას, "100 წლის შემდეგ, ვაჟას გვერდით".

"ხეები რომ ზღვაში დაცურავდნენ და გზები საათობით იკეტებოდა, სადენებს რომ ჭრიდნენ, ხეების გადასატანი მანქანები ვერ ეტეოდნენ და უშუქოდ რჩებოდა მოსახლეობა, ესეც ქველმოქმედების ნაწილი იყო. წვერმაღალას პარკის მოსაწყობად ივანიშვილ​მა ტერიტორია კერძო პირისგან გამოისყიდა.  სწორედ ამიტომ, მოძრაობა 20/30-იანელები ვითხოვთ ამ ადამიანის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას, 100 წლის შემდეგ, ვაჟას გვერდით!“ - ნათქვამია მოძრაობის წევრების განცხადებაში, რომელსაც გირჩი ავრცელებს.

 

 

 

 

 

 

ტაბულა

ამავე თემაზე