2019-12-02 19:27:48
აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან - ან დაუბრუნებთ მიტაცებულ ძალაუფლებას ქართველ ხალსხ ან უბრალოდ ქართველი ხალხი გაგისტუმრებთ პოლიტიკურ სანაგვეზე

ან დაუბრუნებთ მიტაცებულ ძალაუფლებას ქართველ ხალსხ ან უბრალოდ ქართველი ხალხი გაგისტუმრებთ პოლიტიკურ სანაგვეზე - ამის შესახებ განცხადება  მოძრაობა „შეცვალე“-ს  ერთ ერთმა ორგანიზატორმა გააკეთა. ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.

"ბატონო ბიძინა, პირდაპირ შეგვიძლია გითხრათ არ იყავით კონსტრუქციულები არ მიიღებთ საკადრის პასუხს ქართველი ხალხისგან, უბრალოდ ეს მუხტი წაგლეკავთ და ერთი კაცი აღარ დარჩებით მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, რომლებიც იქნებით ამ ბარლამენტში ან საზოგადოებაში, თქვენ აღარ გექნებათ გამოსაყოფი თავი და ამას გპირდებით დაბეჯითებით. ან დაუბრუნებთ მიტაცებულ ძალაუფლებას ქართველ ხალსხ ან უბრალოდ ქართველი ხალხი გაგისტუმრებთ პოლიტიკურ სანაგვეზე რომელზეც ისედაც იმყოფებით." - აცხადებს აქციის ერთ ერთი ორგანიზატორი.  


 

ამავე თემაზე