2019-12-02 18:48:33
აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია - საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, მათ შორის დირექოტირის მხრიდან.

“გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და განსაკუთრებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო, ტელევიზია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშე იდგა”, - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

ორგანიზაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება მოუწოდებდა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, დირექტორად შერჩეული ყოფილიყო ისეთი პირი, რომლის დირექტორობის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნებოდა ჟურნალისტთა სარედაქციო დამოუკიდებლობა. 

ორგანიზაცია მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს, უზრუნველყოს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა.   

 

 

ამავე თემაზე