2019-12-02 18:41:33
ჯანდარის ტბასთან დაკარგული 2 მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში აზერბაიჯანული მხარეც ჩაერთო

ჯანდარის ტბასთან დაკარგული 2 მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში აზერბაიჯანული მხარეც ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, ხილვადობის შემცირების გამო, ვერტმფრენი ვეღარ გააგრძელებს მუშაობას ვერც საქართველოს, და ვერც  აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.  

"მობილიზებულ იქნა ქვემო ქართლის, თბილისის სამაშველო ჯგუფები შესაბამისი აღჭურვილობით მყვინთავები. სამაშველო საძიებო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო ვერტმფრენი. ასევე, ინფორმირებულია აზერბაიჯანული მხარე, მომენტალურად დამყარდა ურთიერთობა ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და აზერბაიჯანელების სამაშველო ვერტმფრენიც არის უკვე ჩართული სამაშველო ოპერაციაში და ასევე, მათი საგანგებო სიტუაციების სამინისტრო," - აცხადებს ლევან ღირსიაშვილი.  

 

ამავე თემაზე