2019-12-02 18:32:19
სიმშვიდე და განვითარება, ეს არის პოლიტიკოსის როლი და არა ის, რომ პატრულით და პოლიციით შედიოდნენ სხდომათა დარბაზებში - ჩუგოშვილი

სიმშვიდე და განვითარება. ეს არის პოლიტიკოსის როლი და არა ის, რომ პატრულით და პოლიციით შედიოდნენ სხდომათა დარბაზებში - ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა ,,ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან და დაძაბულობიდან გამოსავალი კომპორმისზე წასვლაა.

"სამწუხაროდ, პირველი ხელისუფლება არ არის უკვე მერამდენე ხელისუფლებაა, რომელიც თვლის, რომ პოლიტიკაში ძალა უნდა აჩვენოს, შეუპოვრობა უნდა აჩვენოს, დათმობაზე არ უნდა წავიდეს და რატომღაც ითვლება, რომ ეს არის ძლიერი პარტია. მე კიდევ მგონია, რომ ეს არის სისუსტე. მე მგონია, რომ ძლიერი პარტია არის ის, ვინც ახერხებს, რომ ლაპარაკით, პოლიტიკით, შეთანხმებით, კომპორომისით მოახერხოს და ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე და განვითარება. ეს არის პოლიტიკოსის როლი და არა ის, რომ პატრულით და პოლიციით შედიოდნენ სხდომათა დარბაზებში", - განაცხადა ჩუგოშვილმა.    

ამავე თემაზე