2019-12-02 18:28:43
თუ ამ ქვეყანას კიდევ სამოქალაქო დაპირისპირება უნდა და ამას ახალისებთ ყველა მხრიდან, იცოდეთ, რომ არ აგყვებათ ხალხი-ზვიად კვაჭანტირაძე

დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ "ქართული ოცნება" დატოვა, სოციალურ ქსელში ბოლოდროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"თუ ამ ქვეყანას კიდევ სამოქალაქო დაპირისპირება უნდა და ამას ახალისებთ ყველა მხრიდან, იცოდეთ, რომ არ აგყვებათ ხალხი, არც ერთს და პასუხს კი მოგთხოვთ ყველას,"- წერს ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, გასულ კვირას "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა ახალი ფრაქცია შექმნეს, სახელწოდებით "დამოუკიდებელი დეპუტატი", რომლის თავმჯდომარეც მარიამ ჯაშია, ხოლო ფრაქციის წევრები ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე. 

 


 

ამავე თემაზე