2019-12-02 18:21:32
ვნახეთ ივანიშვილ-ხუნდაძის ახალი შემოქმედება - ნაცემი ახალგაზრდები - ნათელაშვილი

ეს მხედრიონია პირდაპირი გაგებით, რომლებიც დაესხნენ თავს ბავშვებს, სცემეს - ეს განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მცხეთის საავადმყოფოში გააკეთა, სადაც მცხეთის მერიასთან მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებული "გაბედეს" ორი წევრი გადაიყვანეს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განცხადებით, ახალგაზრდები მცხეთის მერიასთან მშვიდობიან აქციაზე მივიდნენ.  

"ვნახეთ ივანიშვილ-ხუნდაძის ახალი შემოქმედება - ნაცემი ახალგაზრდები. აგერ ორი მათგანი წვეთოვან საშუალებაზეა მიერთებული. ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ პირდაპირი გაგებით. ახლა ხომ ვერ იტყვიან, რომ პარლამენტს უტევდნენო ახალგაზრდები და სახელმწიფო გადატრიალება უნდოდათ, მოვიდნენ მშვიდობიან აქციაზე. ეს მხედრიონია პირდაპირი გაგებით, რომლებიც დაესხნენ თავს ბავშვებს, სცემეს, მიაყენეს დაზიანებები და არცთუ იოლი,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.      

ამავე თემაზე