2019-12-02 18:03:19
ოპოზიციას თუ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, მოემზადონ არჩევნებისთვის და ჯაჭვებს და ბოქლომებს გაუშვან ხელი - ხუნდაძე

ოპოზიციას თუ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, მოემზადონ არჩევნებისთვის და ჯაჭვებს და ბოქლომებს გაუშვან ხელი - აცხადებს მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრ ხუნდაძე. ხუნდაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მან ხელი შეუშალა გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის ხიფათის შემცველი კანონპროექტის მიღებას, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხებოდა. 

„თემატური ლიდერი ვიყავი, როცა კანონპროექტი იყო ხიფათის შემცველი გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, საკმაოდ შეგნებულად მე ის დავამუხრუჭე. ეს იყო სწორად მაღალი პასუხისმგებლობის ქმედება ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, რამეთუ ამ ოპოზიციასთან, ამ დესტრუქციულ ძალასთან არანაირი კოალიციური ხელისუფლების პერსპექტივა არ და ვერც იქნება. მათ აქვთ მხოლოდ ძალაუფლების ჟამი და სავარძლების დაბრუნების ჟინი, არავითარი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. მათ რომ ჰქონდეთ პასუხისმგებლობა, ისინი ამ დაპირისპირებაზე არ წავიდოდნენ და აირჩევდნენ სამართლებრივ გზას. მათ თუ უნდათ დღეს ხელისუფლებაში მოსვლა, მოემზადონ არჩევნებისთვის და ჯაჭვებს და ბოქლომებს გაუშვან ხელი. დაიმსახურონ ხალხის მხარდაჭერა და არსებობს გზა პარლამენტში შესვლისთვის, ხელისუფლებაში მოსვლისთვის“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველ არხთან. 

ამავე თემაზე