2019-12-02 17:25:21
ცრუ ბრალდებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ - ილია ჯიშკარიანი

„თქვენ რომ რაღაც დაგაბრალონ, აღიარებთ? ამ ეტაპზე არ მინდა გავაკეთო კომენტარი. ცრუ ბრალდებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ", - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. 

ილია ჯიშკარიანისა და თამთა თოდაძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 11 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. პროკურატურამ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან 21-ის დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენა. სწორედ აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, უნდა გასცეს პასუხი დაცვის მხარემ მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარეს.

შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო კლინიკაში, ჩატარებული სასამართლო პროცესის შემდგომ შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

ამავე თემაზე