2019-12-02 17:05:13
მცხეთაში აქციაზე გაბედეს 4 და ქართული ოცნების 3 აქტივისტი დააკავეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავებულია 7 ადამიანი. მათ შორის 3 ,,ქართული ოცნების", ხოლო 4 მოძრაობა გაბედეს აქტივისტია.

უწყების განცხადებით, გამოძიება საქართველოს ადმინისტაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

ცნობისთვის, დღეს მცხეთის მერიასთან მისულ გაბედეს აქტივისტებს დიმიტრი ხუნდაძის ბიუროში შესვლა სურდათ, რის შემდეგაც მათ ქალაქის მერი და მერიის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. აქტივისტები ამბობდნენ, რომ ოცნების მხარდამჭერები მათ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. 

 

ამავე თემაზე