2019-12-02 17:03:32
ისიც უნდა იცოდნენ, გოგოს რა უნდა დააჭერინონ და ბიჭს რა - კობახიძე აქტივისტების ბანერებზე 

ისიც უნდა იცოდნენ, გოგოს რა უნდა დააჭერინონ და ბიჭს რა - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ქორთიარდ მარიოტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

"რამდენიმე ბავშვი იყო შეკრებილი. ვერაფერს ვეტყვით მათ, საყვედურიც არ შემიძლია. საყვედური უნდა ვუთხრათ ნაცმოძრაობას, რომელიც ბავშვებს იფარებს. ისინი არიან კაცები და ქალები და მოვიდნენ და რაც უნდათ თქვან. იმიტომ ვერ მოდიან, რომ იციან რა პასუხსაც მიიღებენ ჩემგან, მძიმე და საკადრის პასუხს. ისიც უნდა იცოდნენ, გოგოს რა უნდა დააჭერინონ და ბიჭს რა უნდა დააჭერინონ ხელში, ტრანსპარანტები მაქვს მხედველობაში". - განაცხადა კობახიძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, ამ რეჟიმში გააგრძელებენ ბრძოლას, მანამ, ხელისუფლება პროპორციული საარჩევნო სისტემას მხარს არ დაუჭერს.

ამავე თემაზე