2019-12-02 17:00:08
მე მეგონა, რომ დასრულდა უმრავლესობიდან გასვლები, მაგრამ როგორც ჩანს არა-ჩუგოშვილი

მე მეგონა, რომ დასრულდა უმრავლესობიდან გასვლები, მაგრამ როგორც ჩანს არა- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აკაკო ზოიძის უმრავლესობიდან წასვლის ამბავს. 

ჩუგოშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ასევე აღნიშნა, რომ უმრავლესობის ძალიან არასწორი გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირი უჯდება უმრავლესობასაც და ქვეყანასაც.

"სამწუხაროა, რომ უმრავლესობამ კიდევ ერთი დეპუტატი დაკარგა, კომიტეტის თავმჯდომარე და ნამდვილად პროფესიონალი ადამიანი, რომელმაც თავისი საქმე ძალიან კარგად იცის და სამწუხაროა, რომ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდა. მე მეგონა, რომ დასრულდა უმრავლესობიდან გასვლები, მაგრამ როგორც ჩანს არა",-განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ მმართველი პარტიის დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება წასვლის თაობაზე. მან თქვა, რომ თავის ადგილს დღევანდელ საჯარო, პარტიულ პოლიტიკაში ვეღარ ხედავს.

ამავე თემაზე