2019-12-02 16:19:59
ისეთი ცოდვა აქვს ჩადენილი, საქართველოში ვერ იცხოვრებს - ნათელაშვილი ხუნდაძეზე

ხუნდაძეს ვუცხადებ, რომ ისეთი ცოდვა აქვს ჩადენილი, საქართველოში ვერ იცხოვრებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მცხეთის მერიის შენობასთან განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები აქციას მართავენ. როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, აქციაზე დააკავეს ახალგაზრდები, რომლებსაც ხუნდაძის ბანდის წევრები თავს დაესხნენ.

​ყველანი ჩემი შვილები არიან, არავითარი გამონაკლისის გაკეთებას არ ვაპირებ ჩემი შვილობის გამო. ეს ჩვენი შვილები ამდენი უსამართლობითა და ძალადობით გამოყარეს სახლიდან. ახალგაზრდების გული ვერ ეგუება ასეთ დიქტატორულ მდგომარეობას და ვეღარ ვიჭერთ. ვერც მე ვიჭერ ჩემს შვილს და ვეღარც სხვა მშობლები იჭერენ საკუთარ შვილებს. ახლა მშვიდობიანად დადიან ახალგაზრდები, ჰუმანური, ადამიანური ეთიკის და კანონის ფარგლებში ჯდება მათი მოქმედება. უამრავი ახალგაზრდა ვიცი, ვინც აქ არიან, რომ არ შეიგინებიან, არც ხულიგნობას ჩაიდენენ. მოვიდნენ საქართველოს დამღუპავ-დამაქცევარ ხუნდაძესთან, რომელიც ივანიშვილის ექიმი იყო და ეტყობა, როგორ უექიმა. პაციენტი ავადმყოფია. ხომ ვნახეთ, გამოვიდა და მოგვიწოდა, საქართველო დატოვეთ, უცხოეთში გაგიკეთებთ სამუშაო ადგილებსო. შესაბამისად, დაესხა თავს ბანდიტი, ფეოდალი ხუნდაძის ბანდა ახალგაზრდებს და მერე პოლიციამ დაზარალებულები დააკავა, ხოლო ის ბანდიტები და მხერდრიონელები გადამალა. ხუნდაძეს ვუცხადებ, რომ ისეთი ცოდვა აქვს ჩადენილი, საქართველოში ვერ იცხოვრებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამავე თემაზე