2019-12-02 11:35:02
ნიკა მელიას ხვალვე ექნება უფლება, როგორც კანდიდატმა, კვლავ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და კვლავ იქნას დეპუტატად არჩეული-მშვენიერაძე

არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში, საქალაქო სასამართლოს მიერ "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე დამდგარ განაჩენს ეხმაურება.

მშვენიერაძის თქმით კონსტიტუცია ითვალისწინებს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო. ასევე, მისი განმარტებით ნიკა მელიას ხვალვე ექნება უფლება, როგორც კანდიდატმა, კვლავ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და კვლავ იქნას დეპუტატად არჩეული, რადგან საარჩევნო კოდექსით მსჯავრდებულთაგან მხოლოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს ეზღუდებათ პასიური საარჩევნო უფლება.

"ნიკა მელიას გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის (თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის) დანიშვნით ავტომატურად არ უწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რადგან ეს სასჯელი დანიშვნითი (და არა არჩევითი) თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვას მოიცავს, ხოლო პარლამენტის წევრობა არჩევითი თანამდებობაა.

თუმცა, თავად კონსტიტუცია ითვალისწინებს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო. საინტერესოა, როგორ მოხდება კონსტიტუციის ამ ნორმის ინტერპრეტაცია. მათ შორის, ეს ეხება დეპუტატობის დროს ჩადენილ დანაშაულს თუ მანამდე ჩადენილ დანაშაულსაც?

აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკა მელიას ხვალვე ექნება უფლება, როგორც კანდიდატმა, კვლავ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და კვლავ იქნას დეპუტატად არჩეული, რადგან საარჩევნო კოდექსით მსჯავრდებულთაგან მხოლოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს ეზღუდებათ პასიური საარჩევნო უფლება.

ალბათ ეს მოცემულობაც გასათვალისწინებელი იქნება პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას,"-წერს მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.   


 

ამავე თემაზე