2019-12-02 11:05:58
ახლა რჩება ამოცანა, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე - მელია

ახლა რჩება ამოცანა, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე - ამის შესახებ განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ გააკეთა. 

„ფაქტია, დღეს გვაქვს მოცემულობა, როგორც ადრე, 26 ივნისს იყო, შეიკრიბა „ქართული ოცნების“ დეპუტაცია და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დავეპატიმრებინეთ. შემდეგ გადაიფიქრეს. რეალურად ახლა მათი ამოცანა რჩება, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე. ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების  გარეშე. კოლექტიურად ბექა ოდიშარიებმა უნდა მიაჭირონ ხელი კვლავ იმ ღილაკს, რომელზეც არ უნდათ ხელის მიჭერა, მაგრამ უღირთ. შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს საქმე. თუ არ ვცდები, დაახლოებით 25 ადამიანი იყო ჩემთან ერთად ბრალდებული. 2012 წლის დეკემბრის თვეში წარმიდგინეს ბრალი, გავიდა შვიდი წელი, უკლებლივ ყველა ადამიანს გაუკეთდა ე.წ. განრიდება, ანუ მათ მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა, შემომატოვეს მხოლოდ მე ამ საქმეში, ვინაიდან 2014-2015 წელს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩავერთე. აბსურდული საქმე იყო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე