2019-12-02 10:29:45
„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ბანკი ქართუს" გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს 5 წელი და 3 თვე პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე სასამართლომ ნიკა მელიას განაჩენიც გამოაცხადა. მოსამართლემ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე 25 000 ლარით დააჯარიმა.  ამასთან სასამართლო გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ორი წლით და სამი თვით პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება შეუზღუდა.     

ამავე თემაზე