2019-11-29 13:16:38
დღეს ძველბიჭობა დაუწყია კობახიძეს მუშტებზე იყურებოდა და მაგ ფუფლოს ვთავაზობ 3 რაუნდს ნებისმიერ რინგზე, თვითონ თუ უნდა, ჩაფხუტი დაიხუროს - დიღმელაშვილი კობახიძეზე

დღეს ძველბიჭობა დაუწყია კობახიძეს მუშტებზე  იყურებოდა და მაგ ფუფლოს მინდა შევთავაზო, რომ ისე გავარკვიოთ ეს საკითხი, რომ დეპუტატის შეურაცხყოფისთვის არვინ ციხეში არ მოხვდეს. ვთავაზობ 3 რაუნდს ნებისმიერ რინგზე, თვითონ თუ უნდა, ჩაფხუტი დაიხუროს - ამის შესახებ განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა ეროვნულ ბიბილიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

როგორც დიღმელაშვილმა აღნიშნა, ეს პროცესები დამღლელია არა საზოგადოებისთვის, არამედ ხელისუფლებისთვის, ვინაიდან სწორედ მათ უწევთ რესურსის დახარჯვა.

„პიკეტი ამას გულისხმობს, ჩვენგან დიდი რესურსი არ იხარჯება, დიდი რესურსი იხარჯება სახელმწიფოს მხრიდან, ამიტომაცაა ეს დამღლელი პროცესი სახელმწიფოსთვის. გუშინ თქვენ ნახეთ რომ კედლები აღმართეს პარლამენტთან, პარლამენტანები სოროებიდან შეძვრნენ პარლამენტში, დღეს ბიძინაზე ადრე ადრე ადგნენ და შეიპარნენ პარლამენტში, სამი საათით ადრე ვიდრე დანიშნული იყო სხდომა, აქაც ბიბლიოთეკაში ვიღაცები დააკავეს და მთელი პოლიცია მობილიზებულია, პოლიციური რესურსიც აღარ ჰყოფნით, აგრეთვე გუშინ გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი და სკუთარ თავს მისცა ბოლო ვადა რომ 3-4 თვე შეგვიძლია ამის უზრუნველყოფაო, ამ ქოსატყუილებისგან 3-4 თვე ალბათ ნიშნავს 3-4 კვირას. ჩვენ გავაგრძელებთ იგვეს... დღეს ძველბიჭობა დაუწყია კობახიძეს მუშტებზე  იყურებოდა და მაგ ფუფლოს მინდა შევთავაზო, რომ ისე გავარკვიოთ ეს საკითხი, რომ დეპუტატის შეურაცხყოფისთვის არვინ ციხეში არ მოხვდეს. ვთავაზობ 3 რაუნდს ნებისმიერ რინგზე, თვითონ თუ უნდა, ჩაფხუტი დაიხუროს“,-განაცხდაა შოთა დიღმელაშვილმა. 

ამავე თემაზე