2019-11-29 11:53:09
მეც ხომ არ შეგახსენოთ, რაც ნიკა მელიამ გითხრათ გუშინ - თინა ბოკუჩავა ვაჟა სირაძეს

საჯარო ბიბლიოთეკასთან მიიდინარე აქციაზე  "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს მიმართა, წარმოედგინა საბუთი, თუ რის საფუძველზე უზღუდავდნენ ქუჩაში აქციის გამართვის უფლებას. 

საპასუხოდ სირაძემ ბოკუჩავას კითხა, რა მიზნით მიდიოდნენ აქციის მონაწილეები საჯარო ბიბლიოთეკასთან,  რაზეც ბოკუჩავამ უპასუხა, რომ აქციის მონაწილეებს სურდათ თეა წულუკიანისთვის საკუთარი ხმა მიეწვდინათ. 

„თქვენ შეგიძლიათ ხმაც გააგონოთ, გამართოთ პროტესტი. მე არ ვარ კომპეტენტური, რომ მინსიტრებთან შეხვედრა მოგიწყოთ,“ - მიმართა სირაძემ ბოკუჩავას. 

ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ პოლიცია პირად დაცვად გადააქცია. 

"თქვენ როგორ გეკადრებათ რომ პოლცია გადააქციეთ ყაჩაღებად და ქურდებათ. ივანიშვილის პირად დაცვად, მეც ხომ არ შეგახსენოთ, რაც ნიკა მელიამ გითხრათ გუშინ" - მიმართა ბოკუჩავამ ვაჟა სირაძეს.     

ამავე თემაზე