2019-11-28 16:16:56
ევექსის ჰოსპიტლები სეფსისთან ბრძოლის მსოფლიო კამპანიას შეუერთდა

ევექსი ჰოსპიტლებმა სეფსისთან ბრძოლის კამპანია დაიწყო, რაც ქსელის მასშტაბით გადაუდებელი მედიცინისა (ER) და ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის ყველა მედპერსონალის უახლესი საერთაშორისო პროტოკოლის მიხედვით გადამზადებას გულისხმობს.

სეფსისი თანამედროვე მედიცინის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად ყოველწლიურად ჩვენს პლანეტაზე ჰოსპიტალიზებული პაციენტიდან 30 მილიონ ადამიანს სეფსისი ემართება და სიკვდილობის მაჩვენებელი 25-45 %-მდე მერყეობს. სეფსისთან ბრძოლის საერთაშორისო კამპანია (Surviving Sepsis Campaign) პერიოდულად გამოსცემს მძიმე სეფსისის და სეპტიური შოკის მართვის პროტოკოლს, რომელსაც მსოფლიოს ყველა წამყვანი კლინიკა ითვალისწინებს.

ევექსის ჰოსპიტლები სეფსისთან ბრძოლის მსოფლიო კამპანიას 2019 წლის შემოდგომიდან შეუერთდა. კამპანია საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს და მის ფარგლებში ჰოსპიტლის ექიმები უახლესი პროტოკოლების თანახმად გადამზადდებიან, რაც სეფსისის დიაგნოზის დროულ იდენტიფიცირებას და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვას გულისხმობს, კამპანიის ფარგლებში ასევე გადამზადდებიან მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის ექიმ- ლაბორანტებიც. სეფსისის დროულმა დიაგნოსტირებამ და სწორმა მკურნალობამ ამ დაავადებით გამოწვეულ სიკვდილობა მსოფლიოში მნიშვნელოვნად შეამცირა. ევექსის ჰოსპიტლების მიერ ორგანიზებული ტრენინგები უზრუნველყოფს პაციენტის ჰოსპიტალიზაციიდან ერთ საათში სეფსისის დროულ დიაგნოსტიკას და სწორ მკურნალობას.

ამავე თემაზე