2019-11-28 15:57:24
ფიზიკური დაპირისპირება გორში-ალეკო ელისაშვილი და ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და გორის მაცხოვრებლები, გორის ბაზარში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება  მას შემდეგ დაიწყო,როცა ელისაშვილი მოქალაქეებს მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემაზე ესაუბრებოდა.  ელისაშვილმა მოქალაქეებთან შეხვედრისას მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის საქმიანობაც გააკრიტიკა.

კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში რამდენჯერმე გადაიზარდა. დაპირისპირებული მხარეები ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა დააშორეს, თუმცა არავინ დაუკავებიათ.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღეს მერიაში დასაქმებულები და პარტიული აქტივისტები გამოიყვანა მისთვის პროვოკაციის მოსაწყობად.

ამავე თემაზე