2019-11-28 12:09:36
დაპირისპირება მელიასა და ოდიშარიას შორის პარლამენტის ეზოში (ვიდეო)

„ბექა, მე არ გამექცე ბიჭო. ესაა ბექა ოდიშარია, ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ და ამ ადამიანმა ღილაკს ხელი მიაჭირა. გრცხვენოდეს... მოდი ვისაუბროთ... უნამუსო ხარ“, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ "ქართული ოცნების" წევრს ბექა ოდიშარიას, პარლამენტის ეზოში,

რაზეც ოდიშარიამ უპასუხა: „გეყოფა, მე არ გიჭერდი. უნამუსო შენ ხარ“

ცნობისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი პარლამენტის ეზოში უმრავლესობის წევრებს სასტვენებით ხვდებიან, რომლებიც მმართველი გუნდის ყველა წევრისგან, ვინც პარლამენტში მიდის, ინტერესდებიან, მისცეს თუ არა ხმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს.

ამავე თემაზე