2019-11-28 10:45:22
სამარცხვინო ხალხი დგას გარეთ - დაჩი ბერაია და ელენე ხოშტარია დაუპირისპირდნენ

პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელთან ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს სიტყვიერად “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია და “ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია დაუპირისპირდნენ. დაჩი ბერაიას პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
როგორც დაჩია ბარაიამ განაცხადა, მას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა.

„ელენე ხოშტარია სამარცხვინო ადამიანია. გადაადგილების უფლებას მიზღუდავს, ამის უფლება ვინ მისცა? ვეჭიდაო, ვეჯაჯგურო? სამარცხვინო ადამიანების გამო გადაადგილების უფლებას ვერ შევიზღუდავ. აქციის მონაწილეებს ვერ ვკითხავ, თითი რას დავაჭირო და რას არა“, - განაცხადა დაჩი ბერაიამ.

ამავე თემაზე