2019-11-27 16:01:54
„თბილისის მიკროავტობუსის" დირექტორის განცხადება 

დღევანდელი და 2011 წლის ფასები რომ შევადაროთ ყველაფერზე, თითქმის გაორმაგებულია, 100%-ით გაძვირდა საწვავი, გარდა ჩვენი მგზავრობის ტარიფისა. გამოსავალი ისაა, რომ ეს საკითხები მგზავრობის ფასში აისახოს - ამის შესახებ „თბილისის მიკროავტობუსის" გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„2011 წელს, როდესაც ლიცენზია მოვიპოვეთ, გაცვლითი კურსი იყო 1.65. ამ კურსზე იყო ჩვენი ბიზნეს გათვლა და ჩადებული იყო კურსის 10-20%-იანი ცვლილება. მაშინ მთლიანად განვაახლეთ მიკროავტობუსების პარკი. დაახლოებით 63 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩავდეთ. თუ დაუშვათ, შეიცვლებოდა კურსი ამაზე მეტად, ტარიფშიც უნდა შეცვლილიყო ეს. დღეისათვის კურსი მნიშვნელოვნად შეცვლილია, თუმცა ეს არ ასახულა ტარიფზე. ასტრონომიულ ციფრს მიაღწია კომპანიის ზარალმა. აუდიტირებული ზარალი ამ დროისთვის 115 მილიონია. ზარალზე ვმუშაობთ, რომელსაც კომპანიის მფლობელები ფარავენ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მივედით აქამდე, მოგეხსენებათ, ტარიფის ცვლილება მარტივი თემა არაა.

ქალაქის ხელმძღვანელობასთან ამაზე ყოველთვის გვქონდა საუბარი და გაგებით ვეკიდებოდით იმ სოციალურ სიტუაციას, რაც ქალაქშია. ვცდილობდით, მაქსიმალურად ისე გადაგვეტანა ეს, რომ არ გაძვირებულიყო მგზავრობა. დღეისათვის კომპანიამ სხვა გამოსავლის მონახვა ვერ შეძლო. დღევანდელი და 2011 წლის ფასები რომ შევადაროთ ყველაფერზე, თითქმის გაორმაგებულია, 100%-ით გაძვირდა საწვავი, გარდა ჩვენი მგზავრობის ტარიფისა. გამოსავალი ისაა, რომ ეს საკითხები მგზავრობის ფასში აისახოს“, - აცხადებს დავით ასანიძე.

ამავე თემაზე