2019-11-27 15:40:58
ისევე როგორც სერგეი ლავროვს მჯერა, რომ დროთა განმავლობაში რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა აღდგება - კარასინი

ისევე როგორც სერგეი ლავროვს მჯერა, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა აღდგება - ამის შესახებ განცხადება, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრმა, გრიგორი კარასინმა Sputnik-თან ინტერვიუში საუბრისას გააკეთა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

„მეც, ისევე როგორც სერგეი ლავროვს, მჯერა ამის. ეს დღეეები არც ისე შორსაა. მე უკვე ვთქვი, რომ გადაჭარბებულ ემოციებს, გაუგებარ უხეშ განცხადებებს ჩიხში შევყავართ, რაც ამ პროცესისთვის საზიანოა. თუ მომავალში მსგავსი სახის ვნებათაღელვას ავიცილებთ, მაშინ ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობები ახალ იმპულსს მიიღებს. ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ“, - განაცხადა კარასინმა Sputnik-თან ინტერვიუში.

ამავე თემაზე