2019-11-27 12:17:08
სკანდალი - ზურაბ ბუღადაშვილი: საკანში შემოვიდნენ და მითხრეს, თუ ოქრუაშვილს, მელიას და უგულავას ხელს არ დაადებ, პრობლემები შეგექმნებაო

მითხრეს, თუ ოქრუაშვილს, მელიას და უგულავას არ დაადებ ხელს, პრობლემები შეგემნებაო - ამის შესახებ 20 ივნისის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ზურაბ ბუღადაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. მისი თქმით, ციხეში მასზე ზეწლა ხორციელდება და პროკურატურის წარმომადგენლები მას ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. 

"დაკავების დღიდან ხორციელდება ზეწოლა. საკანში კარი გაიღო და ორი პიროვნება შემოვიდა და მითხრეს პროკურატურიდან ვართო. მითხრეს, თუ ოქრუაშვილს, მელიას და უგულავას არ დაადებ ხელს, პრობლემები შეგემნებაო. მე სიცილი დავიწყე, რაზეც გაღიზიანდნენ და საკნიდან გავიდნენ. ვიფიქრე, ხელისუფლება აფექტშია გადახარშავენ-მეთქი და არ გავასაჯაროვე ეს ამბავი, თუმცა 18 ივლისს ეს საქმე ისევ განმეორდა. ყალბი სახელებით და გვარებით შემოვიდნენ, როგორც პატიმრები და მეუბნებოდნენ, რომელიმეს ან მელიას, ან უგულავას ან ოქრუაშვილს ხელი დაადე და პრობლემები მოგიგვარდებაო. ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ციხეს თავისუფლება არ გირჩევნიაო. ამის შემდეგ 24 ივლისს ჩემი ძმა დააკავეს, წამალი ჩაუდეს. ეს უკვე სიგნალი იყო, რომ პრობლემებს მიქმინდნენ. ამის შემდეგ ჩემს ძმასაც ეუბნებიან, შენმა ძმამ ჭკუა ისწავლოსო. ჩემზე ხორციელდება ზეწოლა, ეს არის ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა. ფსიქოლოგიური ტერორი ხორციელდება იმაზე, რომ მე პოლიტიკოსს ხელი დავადო და პროკურატურა მე გზას გამიხისნის. ახლა ელოდებიან ჩემს დადასტურებას, როგორც კი მე ვინმეს ხელს დავადებ ჩემი და ჩემი ძმის დაკავების პრობლემა მოიხსენება, - განაცხადა ბრალდებულმა, ზურაბ ბუღადაშვილმა. 

ამავე თემაზე