2019-11-25 10:48:30
მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთო

ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთო და ის მონაწილეობას მიიღებს დემოკრატების პრაიმერიზში. Advertising Analytics-ის ცნობით, მარათონში მის ჩართვას წინ უძღოდა მასობრივი სატელევიზიო რეკლამის ყიდვა, რომლის ღირებულებაც 31 მილიონი დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

რეკლამების თანახმად, ბლუმბერგი ამომრჩეველს ქვეყნისა და იმ რწმენის აღდგენას ჰპირდება, რომელიც "ამერიკელებს განსაზღვრავს": სადაც მდიდრები მეტ გადასახადებს გადაიხდიან, საშუალო ფენა კი სამართლიან წილს მიიღებს; ყველა მიიღებს ასევე ჯანმრთელობის დაზღვევას და ვისაც მოსწონს არსებული ის მას შეინარჩუნებს".

მედიაკონცერნ Bloomberg-ის გენერალური დირექტორი მაიკლ ბლუმბერგი ნიუ-იორკის ადმინისტრაციას 2002-2013 წლებში ხელმძღვანელობდა. ინფორმაცია ბლუმბერგის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ 8 ნოემბერს გავრცელდა. ფაქტთან დაკავშირებით თავისი აზრი დონალდ ტრამპმა უკვე დააფიქსირა. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნბი 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

ამავე თემაზე