2019-11-21 18:27:25
ტუალეტში რომ მოუწევთ პოლიციის კორდონით სიარული, მიხვდებიან რომ ხალხს მეტი მოთმინება აქვს ვიდრე მთავრობას და პოლიციას ერთად აღებულს-უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში სარკაზმულ ფოტოს აქვეყნებს და წერს. რომ ფოტოზე, შუაში ოცნების მთავრობაა, გარშემო კი სპეცნაზის კორდონი.

"პირველი რადიო" უგულავას FACEBOOK პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"აი ესაა ჩვენი ტაქტიკა. შუაში ოცნების მთავრობაა, გარშემო სპეცნაზის კორდონია. ასე ივლიან, "იმუშავებენ", მანამ, სანამ არ გამოიფიტება პოლიცია, სიტუაცია კი გაუსაძლის აფსურდამდე მივა. მანამ სანამ პროპორციული რიგგარეშე არ დაინიშნება. ვნახოთ, ტუალეტში რომ მოუწევთ პოლიციის კორდონით სიარული, მიხვდებიან რომ ხალხს მეტი მოთმინება აქვს ვიდრე მთავრობას და პოლიციას ერთად აღებულს✌️"-წერს უგულავა FACEBOOK-ზე   


 

ამავე თემაზე